გია ვოლსკი: საქართველოს აშშ-ის და ევროკავშირის სრული მხარდაჭერა აქვს

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეას ესწრება, სადაც საქართველოს მიერ წარდგენილ რეზოლუციის პროექტზე – „10 წელი აგვისტოს ომის შემდეგ“ იმსჯელებენ.
“როდესაც ერთი ქვეყანა უკანონოდ ახორციელებს მეორე ქვეყნის ტერიტორიების ანექსიას, არღვევს ადამიანის უფლებებს, ამ საკითხთან დაკავშირებით შესაძლოა, მხოლოდ პოლიტიკური შეხედულებების გამო დაუჭიროს მხარი ვინმემ რუსეთის პოზიციას, თავისი შიდა პოლიტიკური ურთიერთობების გამო რუსეთთან, ან პოლიტიკური ვალდებულებების. სხვა შემთხვევაში რუსეთის მხარდამჭერს თავისი კონკრეტული მოსაზრებები აქვს, რომ თურმე შესაძლებელია ერმა ქვეყანამ ასეთი ზარალი მიაყენოს სხვას და აგრესია განახორციელოს. მეორე ნაწილს გამოვრიცხავ, პირველი ნაწილი დასაშვებია“, – განაცხადა ვოლსკიმ.
მისი განმარტებით, თუ მაგალითად, ბელარუსი მხარს დაუჭერს რუსეთის პოზიციას, ეს რუსეთისა და ბელარუსის შიდა ურთიერთობებით იქნება განპირობებული.
ვოლსკის განცხადებით, საქართველოს აშშ-ის და ევროკავშირის სრული მხარდაჭერა აქვს.
„რაც შეეხება საქართველოსადმი მხარდაჭერას, რასაკვირველია, ეს მხარდაჭერა მხოლოდ ობიექტურობით არ არის განპირობებული. ის, რასაც აშშ და ევროკავშირი იზიარებენ, ეს არის პრინციპული დამოკიდებულება მსოფლიოში მიმდინარე პროცესებისადმი. ასე რომ, აშშ და ევროკავშირი ნებისმიერ შემთხვევაში, ამ პრინციპების ერთგული რჩებიან და მხარდაჭერაც ამით არის განპირობებული“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები