თამარ ხულორდავა გერმანელ ექსპერტს მარიეკე მეიენის შეხვდა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დასავლეთ ბალკანეთში, ასოცირების მხარდამჭერი პროექტის ხელმძღვანელს, მარიეკე მეიენის შეხვდა.
თამარ ხულორდავამ საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროცესში, პარლამენტის როლზე ისაუბრა. კომიტეტის თავმჯდომარემ სტუმარს ის საკანონმდებლო ინიციატივები გააცნო, რომელსაც ქვეყანა ამ მიმართულებით ახორციელებს.
„ევროპული ინტეგრაციის გზაზე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების, როგორც ევრიოკავშირიში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნების გამოცდილების გაზიარება. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ საქართველო ბევრი თვალსაზრისით წინაც უსწრებს კანდიდატ ქვეყნებს იმ ინსტიტუციური მექანიზმების არსებობით, რომელიც ევროპული ინტეგრაციის პროცესის გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს, ამასთან არსებობს რიგი საკითხები, სადაც ჩვენი თანამშრომლობა და ჩვენს მიერ საკანონმდებლო ჰარმონიზაციის პროცესში დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების გამოცდილების გაზიარება დაგვეხმარება თავიდან ავირიდოთ სტანდარტული შეცდომები და ხარვეზები”, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.
მისივე თქმით, საკანონმდებლო დაახლოების პროცესის სრულყოფისთვის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობის ცხრილის შემუშავება არის კარგი პრაქტიკა, რის დანერგვასაც რამდენიმე ქვეყანა ახლა ახდენს.
„ამ მხრივ ჩვენი გამოცდილება სტუმრისთვისაც იყო ძალიან საინტერესო”, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები