„კოოპმარკეტი” მეიდანზე მოეწყო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა კოოპერატივების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიერ წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა „კოოპმარკეტი“ დაათვალიერა.

როგორც „კვირას“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, გიორგი ხანიშვილმა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარესთან, გიორგი მიშელაძესთან ერთად, ფერმერებს კოოპერატივების საერთაშორისო დღე მიულოცა.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წარმოებული პროდუქციის პოპულარიზაციისა და რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, გამართულ გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოქმედმა აგროპროდუქციის მწარმოებელმა 20 -ზე მეტმა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა მიიღო . გამოფენა-გაყიდვაზე წარმოდგენილი იყო სახელმწიფოს ხელშეწყობით შექმნილი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიერ წარმოებული პროდუქცია – თაფლი, ღვინო, ჩაი, ქართული ნუგბარი – ჩირი, ჩურჩხელა, ასევე, ხილი და ყველი. ღონისძიება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით და ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.

საქართველოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერა 2013 წლიდან დაიწყო. მცირე ფერმერთა გაერთიანებების, კოოპერატივების სწრაფი განვითარებისათვის, შემუშავდა არაერთი სახელმწიფო პროგრამა, სხვადასხვა დარგის კოოპერატივების ხელშეწყობისათვის. დღეისათვის, საქართველოში სხვადასხვა დარგის 1200 -ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია რეგისტრირებული.

სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით კოოპერაცია აგრარული პროდუქციის წარმოების ზრდას, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სტანდარტების დანერგვას და შედეგად, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკურ გაძლიერებას უწყობს ხელს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები