ბებია შოთიკოს სიცოცხლისთვის იბრძვის

0

21 წლის შოთიკო ვართუმაშვილი 2 წელია რაც საწოლს არის მიჯაჭვული. იგი ავტოავარიაში მოყვა და დღემდე უგონო მდგომარეობაში იმყოფება. მისი სხეული პარალიზებულია, აღენიშნება მრავალი მოტეხილობა, ყელში სტომა აქვს ჩადგმული, თავის ქალაში კი – პლასტიკა.
შოთიკოს მამა გარდაცვლილი ჰყავს, ხოლო დედა – მძიმე ავადმყოფია, რომელიც თავის ტვინის დაავადების გამო ვერავის ცნობს და ნათესავებმა წაიყვანეს მოსავლელად. ამ ყმაწვილს 80 წლის ბებია უვლის, რომელიც სასოწარკვეთას არის მიცემული. წარმოუდგენლად რთულია შეეგუო საკუთარი შვილიშვილის უბედურებას, რომელსაც თან მატერიალური სიდუხჭირე ერთვის, რის გამო საცოდავი მოხუცი ვერ უზრუნველყოფს ავადმყოფს სათანადო მოვლით.
„თითქმის ერთი წელია, რაც სოციალური დახმარება მომიხსნეს. ვიყავი მათთან, მაგრამ უარით გამომისტუმრეს. ასე მითხრეს – ნაკვეთები გაქვსო და ამიტომ მოგიხსენითო…არ მინდა ეს ნაკვეთები, აბა როგორ უნდა დავამუშავო მე მიწა? წაიღონ, ოღონდ სოციალური დახმარება დამიბრუნონ, რომ ეს თანხა ჩემს ავადმყოფ შვილიშვილს მოვახმარო“, – ამბობს თამარ ვართუმაშვილი.
ამ ხანდაზმულმა ქალმა გაყიდა ყველაფერი, რაც კი გააჩნდა, რომ ექთანს გადაუხადოს ფული. ავადმყოფს მედდის 24-საათიანი მომსახურეობა ესაჭიროება, რაც დღეში 50 ლარი ჯდება. მედიკამენტები იმდენად ძვირია, რომ იგი ვერ ყიდულობს მათ, წამლის გარეშე კი შოთიკოს კრუნჩხვები ემართება.
„მადლობა ღმერთს! რომ არა კეთილი ადამიანები, ალბათ დღეს ცოცხლები არ ვიქნებოდით …რამდენიმე თვის წინ ამ ოთახს ცეცხლი გაუჩნდა, ყველაფერი დაიწვა, თუმცა სოფელი დამეხმარა და გაარემონტეს ოთახი, სადაც შოთიკო წევს…გული უკვე ვერ უძლებს ამდენ ტკივილს, იგი სადაცაა გაჩერდება, ხშირად ვფიქრობ – ხომ არ წავიდე და გადავარდე ხრამში, მაგრამ ვინ მოუვლის ჩემს უმწეო შვილიშვილს“? – ამბობს თამარ ვართუმაშვილი.
გორის რაიონის სოფელ ახალსოფელში მცხოვრებ ამ ოჯახს ძალიან უჭირს. ბებია და შვილიშვილი კეთილი ადამიანების დახმარებით ცხოვრობენ. მათ გადაუდებელი დახმარება ესაჭიროებათ. პირველ რიგში, ეს არის მედიკამენტები, საყლაპავი მილები და პამპერსები, რასაც ბებიის პენსია არ ჰყოფნის, ხოლო სოციალური დახმარება მათ მოუხსნეს.
თუ გაქვთ ამ ოჯახის დახმარების სურვილი, თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: შოთა ვართუმაშვილი) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ფონდის საიტიდან

კომენტარები

კომენტარი