მარშალ გელოვანის გამზირზე, ერთმანეთს 6 მანქანა შეეჯახა – დაშავებულია სამი ადამიანი
თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა – ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ.
დაზიანებულია 6 მანქანა. მომხდარის შედეგად სამი ადამიანი მსუბუქად დაშავდა. ადგილზე საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული. როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.