ანთროპოლოგ ლევან შენგელიას საჯარო ლექცია გაიმართება
4 ივლისს, 19:00 საათზე, ანთროპოლოგ ლევან შენგელიას საჯარო ლექცია გაიმართება.
კითხვები რომელიც მრავალ ადამიანს აწუხებს:
ორგანიზატორების ინფორმაციით, ანთროპოლოგი ლევან შენგელია ლექციაზე – „მრავალხმიანი ვოკალიზიდან მათემატიკამდე -კაცობრიობის სოციალიზაციის კომუნიკაციური სისტემების გენეზისი – რამდენიმე ტრანსდისციპლინური მოსაზრება“ ისაუბრებს.
როგორია ურთიერთობის სისტემებისა და ფუნქციონალური კომუნიკაციური სისტემების განვითარების გზა?
რა არის ფუნქციონალური კომუნიკაციური სისტემის ენა და რა გზა გაიარა ამ ენამ დღემდე?
ნებისმიერი, ფართო გაგებით ისტორიული, მეცნიერების უმთავრესი ამოცანაა შეძლებისდაგვარად მოახდინოს წარსულის ამა თუ იმ პერიოდის სურათის სრული და ნამდვილი ვიზუალიზაცია. კაცობრიობის ისტორიის გარიჟრაჟზე, ადამიანის წინაპრის საპიენტაციის პროცესში ინფორმაციის დაგროვების და გადაცემის სისტემების წარმოშობა/განვითარების შესწავლა უაღრესად მნიშვნელოვანია – ლევან შენგელია ამ საკითხებს მიმოიხილავს.
მისამართი: დიმიტრი ბაქრაძის 10, ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი.