“7 ბავშვის ოცნება – დედამ არ იტიროს იმის გამო, რომ საჭმლის ფული არ აქვს” – თორუების ოჯახის აუტანელი ყოფა

“ჩერნოვეცკის ფონდს” დახმარებისთვის  7 შვილის დედამ გურანდა თორუამ მიმართა. ეს ოჯახი გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. განა საკმარისია სოციალური დახმარების 540 ლარი, რომ 7 ბავშვი გამოკვებო და ამავე დროს უყიდო მათ წამლები, გადაიხადო კომუნალური გადასახადი?!

შიმშილი – ამ ოჯახის ძალიან დიდი გასაჭირია, რომელსაც თან ერთვის უმძიმესი საყოფაცხოვრებო პირობები – ბეტონის იატაკი, ჩამსხვრეული მინები, დაბზარული კედლები, ჩამონგრეული ჭერი, დაზიანებული ავეჯი.

გაუმართავი კანალიზაციის სისტემა ხშირად გამოდის მწყობრიდან, რის გამოც ოთახში მოედინება ფეკალიები, ხოლო მილების შეკეთების არანაირი ფინანსური საშუალება არ არსებობს… საკუთარი ძალებით კი ამ პრობლემებს ახალგაზრდა ქალი ვერ უმკლავდება.

მიუხედავად ამ სასტიკი პირობებისა, ბავშვები არ გაბოროტებულან. ეს თბილი და მოსიყვარულე პატარები ოცნებობენ, რომ დედამ არ იტიროს იმის გამო, რომ საჭმლის ფული არ აქვს. ისინი ოცნებობენ, რომ ოთახში სუფთა ჰაერი იყოს და  ერთხელ მაინც რომ გასინჯონ ამ ზაფხულს ნაყინი…

“ჩერნოვეცკის ფონდი” აცხადებს საქველმოქმედო აქციას ამ პატარების დასახმარებლად! თუ გაქვთ თორუების ოჯახის დახმარების სურვილი, თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ “ჩერნოვეცკის” ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან  GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: თორუების ოჯახი) ან ჩარიცხოთ პირდაპირ  საიტიდან:

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები