თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 10:00 საათიდან 19:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყიფშიძის ქუჩის მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 17:00 გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიდების, ბეთანიის, კიკეთის და კოჯრის მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის და ყურაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მიცკევიჩის ქუჩის მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები