„დედე“ ევრაზიის კინოფესტივალის მთავარ კონკურსში მოხვდა
მარიამ ხაჭვანის „დედე“ ევრაზიის კინოფესტივალის მთავარ კონკურსში მოხვდა.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ფილმი 5 ნომინაციაზეა წარდგენილი: საუკეთესო ფილმი; საუკეთესო რეჟისორი; საუკეთესო მსახიობი ქალი; საუკეთესო მსახიობი კაცი; ჟიურის პრიზი.
„დედეს“ პრემიერას ფილმის მემონტაჟე ლევან კუხაშვილი დაესწრება, ასტანაში მცხოვრებ ქართველებს კი „დედეს“ ნახვა 3 ივლისს შეეძლებათ.