მაია მიმინოშვილი: რომ იყოს შესაძლებლობა, გაზაფხულზე ან შემოდგომაზე ჩავატაროთ გამოცდები, კარგი იქნება

 

„რა თქმა უნდა, ვიქნები ბედნიერი, ისეთ პირობებში ჩატარდეს გამოცდები, როდესაც პრობლემა არ იქნება სიცხე“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა განუცხადა.

მისივე განმარტებით, გაზაფხულზე ეროვნული გამოცდების ჩატარებაში ერთადერთი პრობლემა არის ის, რომ ამ დროს სკოლებში და უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესი მიმდინარეობს.

ამასთან, მიმინოშვილი აცხადებს, რომ გამოცდებისთვის სასტუმროების დაქირავება შეუძლებელია.

მისი თქმით, შესაძლებელია სხვადასხვა ფორმების მოძებნა.

“მე, რა თქმა უნდა, ვიქნები ბედნიერი, ისეთ პირობებში ჩატარდეს გამოცდები, როდესაც პრობლემა არ იქნება სიცხე. მე რომ მქონდეს შესაძლებლობა, გაზაფხულზე ან შემოდგომაზე ჩავატარო გამოცდები, იქნება ძალიან კარგი. ერთადერთი, აქ პრობლემას ვხედავ შენობის თვალსაზრისით, რადგან სკოლა ფუნქციონირებს გაზაფხულზე და სასტუმროებს ვერ დავიქირავებ საგამოცდო პროცესის წასამართად. ისევ სკოლის შენობები მჭირდება და უნივერსიტეტები, თუმცა სასწავლო პროცესი მიმდინარეობს და მე არ ვიცი შუალედს როგორ მოვნახავთ. შესაძლებელია ამაზე დაფიქრებაც და რაიმე ფორმის მოძებნა”,- განაცხადა მიმინოშვილმა.

ცნობისათვის, საქართველოში ეროვნული გამოცდების გაზაფხულზე ჩატარების მოსაზრება, დღეს, განათლების მინისტრმა გამოთქვა.

“ჩემი მოსაზრებაა, რომ ივლისში არ უნდა ტარდებოდეს ეროვნული გამოცდები. შესაძლებელია, ეროვნული გამოცდების ჩატარება გაზაფხულზე. მომავალი წლიდან ვიხილავთ სწორედ ამ მიმართულებას, რომ გაზაფხულზე, სემესტრის ბოლოს ჩატარდეს ეროვნული გამოცდები და არ იყოს ივლისში, როდესაც ცხელა. სხვადასხვა ვარიანტი არსებობს. გაზაფხულზე, სემესტრის ბოლოს, სრულიად შესაძლებელია ეროვნული გამოცდების ჩატარება და ამ იდეას ვიხილავთ”,- განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები