კომპოზიტორ მერაბ მამულაშვილის დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება

5 ივლისს, 19:00 საათზე, მერაბ ბერძენიშვილის სახელობის საერთაშორისო კულტურის ცენტრ „მუზაში“ კომპოზიტორ მერაბ მამულაშვილის დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, მერაბ მამულაშვილს  სასწრაფოდ ესაჭიროება ოპერაცია, რისთვისაც დიდი თანხაა საჭირო და კომპოზიტორის მეგობრები ატარებენ საქველმოქმედო კონცერტს მის დასახმარებლად.
კონცერტში ონაწილეობენ: თემურ ყვითელაშვილი,  ბაიარ შაჰინი, არჩილ ჭოტაშვილი, დავით ყიფიანი, ინგა ბერაძე, სოფო ხალვაში და სხვები… ანსამბლები: „ალილო“, „ურმული“, რელიქვია“, „ჰერეთი“, „გროს ოქტეტი“, „დროშიონი“, „ქალილო“.
მის: კუს ტბის ასახვევი,  მერაბ ბერძენიშვილის სახელობის საერთაშორისო კულტურის ცენტრი “მუზა“.
კომპოზიტორ მერაბ მამულაშვილის დასახმარებლად მსურველმა თანხა უნდა ჩარიცხოს შემდეგ ანგარიშზე: GE03 BG0000000915259000.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები