“პარლამენტის თავმჯდომარის ეს ვიზიტი, ჩვენი სახელმწიფოს სწორი და პრაგმატული საგარეო პოლიტიკის კიდევ ერთი გამარჯვებაა”

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის აშშ-ში ვიზიტს წარმატებულს უწოდებს.
“გრძელდება პარლამენტის თავმჯდომარის წარმატებული ვიზიტების სერია ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან. ამჯერად, ირაკლი კობახიძის ვიზიტს, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩვენი ქვეყნის უპეცედენტო მხარდაჭერა მოყვა.

ჩვენი საზოგადოება, ისევე როგორც მსოფლიო თანამეგობრობა, გახდა მოწმე აშშ-ს საკანონმდებლო ორგანოს ორპარტიული ინიციატივისა, რომელიც დიდი პოლიტიკური მნიშვნელობის გარდა კონკრეტული პოზიტიური შედეგების მომტანია ჩვენი ქვეყნისთვის. პარლამენტის თავმჯდომარემ გამართა არა ერთი მაღალი დონის შეხვედრა ამერიკის სენატში, რომლის ორპარტიული მხარდაჭერით კვლავ დადასტურდა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და ქვეყნის ნაწილის ოკუპაციის მიმართ აშშ-ს პრინციპული და შეურიგებელი პოზიცია. შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, პარლამენტის თავმჯდომარის ეს ოფიციალური ვიზიტი ჩვენს სტრატეგიულ პარნიორთან, ჩვენი სახელმწიფოს სწორი და პრაგმატული საგარეო პოლიტიკის კიდევ ერთი გამარჯვებაა,” – განაცხადა მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები