„თბილისი მოლის“ ცენტრალურ ატრიუმში ექვსი ისტორიული ხელნაწერი გამოიფინება
30 ივნისიდან 9 ივლისის ჩათვლით, ხელნაწერთა ცენტრის მხარდაჭერით, „თბილისი მოლში“ ხელნაწერთა კვირა გაიმართება.
როგორც „კვირას“ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, ხელნაწერთა დღის აღსანიშნავად, „თბილისი მოლის“ ცენტრალურ ატრიუმში ექვსი ისტორიული ხელნაწერი გამოიფინება.
გაეცანი ქართულ ხელნაწერთა ისტორიას, გადაიღე სახალისო ფოტოები სპეციალურ ფოტო ზონაში და ჩაერთე საინტერესო აქტივობებში, ეწვიეთ „თბილისი მოლს“ და იმოგზაურეთ ხელნაწერების სამყაროში, – აღნიშნულია „თბილისი მოლის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.