მაია დუგლაძის პერსონალური გამოფენა – „რეინკარნაცია“ გაიმართება

6, 7, 8 ივლისს, 19:00 საათზე, ვალერი არქანიას სახელობის არტგალერეაში თვითნასწავლი მხატვრის, მაია დუგლაძის პერსონალური გამოფენა-გაყიდვა „რეინკარნაცია“ გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, მაია დუგლაძე თვითნასწავლი მხატვარია, ხატავს ბავშვობიდან, თუმცა ბოლო პერიოდში განსხვავებული სტილის ნამუშევრები შექმნა.
„ჩემმა ნამუშევრებმა სულ სხვა სიმძაფრე და შინაარსი მიიღო, ჩემში განცდილმა მოულოდნელმა დანაკარგმა ამ კუთხით მოახდინა ინსპირირება და სწორედ ამიტომ ეწოდა გამოფენას „რეინკარნაცია”. ყველა ჩემი ნამუშევარი უნიკალურია და არ მეორდება. მოხარული ვიქნები, თუ მობრძანდებით გამოფენაზე და თქვენი და ჩემი, ერთმანეთისგან განსხვავებული თვალით დანახულ ფორმებს და ფერებს შეაფასებთ“… – წერს გამოფენის მოსაწვევში მაია დუგლაძე.
მის: უზნაძის ქ.68.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები