ქეთევან დედოფლის წამების ამსახველი XVIII საუკუნის პანო რესტავრირებულია

ქალაქ ლისაბონის გრასას ეკლესიაში ქეთევან დედოფლის წამების ამსახველი XVIII საუკუნის უნიკალური პანოს რესტავრაცია დასრულდა.
„კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წელი 2018“-ის ინფორმაციით, 12 მეტრის სიგრძისა და 3 მეტრის სიმაღლის 1080-ფილიანი ისტორიული პანო პორტუგალიური ხელოვნების ტრადიციული სტილით მოჭიქული თიხის ფილებზე ლურჯი საღებავითაა შესრულებული. სარესტავრაციო სამუშაოები პორტუგალიურმა კომპანიამ „Teixeira Duarte“ განახორციელა.
პანოს რესტავრირება საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები