პრეზიდენტის სასახლეში გიორგი მარგველაშვილისა და ფრანსუა ოლანდის შეხვედრა მიმდინარეობს

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატები, ელჩები, საფრანგეთის დელეგაციის წარმომადგენლები, ასევე თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ მაიორი ვახტანგ კაპანაძე, პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა აბაშიძე და პრეზიდენტის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში ივანე მაჭავარიანი. ამ დროისთვის, პრეზიდენტის სასახლეში, საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილისა და საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის შეხვედრა მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები