წმიდა სინოდმა დიაკონი სევერიანე ბერიძე წმინდანად შერაცხა

წმიდა სინოდმა, დღევანდელ სხომაზე, დიაკონი სევერიანე ბერიძე წმინდანად შერაცხა, – ამის შესახებ ინფორმაციას დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
დეკანოზ ილია ჭიღლაძის ინფორმაციით, დიაკონმა სევერიანე ბერიძემ, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში აჭარაში მოღვაწეობდა, ასობით მუსლიმი გააქრისტიანა.
მისივე თქმით, ის იყო პირველი აჭარელი, რომელიც მე-20 საუკუნეში დაუბრუნდა წინაპართა სარწმუნოებას და 1960-ინ წლებში ნათელიღო ბათუმის წმ. ნიკოლოზის საკათედრო ტაძარში.
„წმიდაო მამაო სევერიანე, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის!“ – წერს დეკანოზ ილია ჭიღლაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები