ირაკლი ღარიბაშვილი ფრანსუა ოლანდს შეხვდა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა საქართველოში ვიზიტი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრით დაიწყო. საქართველოს მთავრობის მეთაური სტუმარს მთავრობის ადმინისტრაციის შესასვლელში შეეგება და მადლობა გადაუხადა საქართველოში ვიზიტისთვის.
ამ წუთებში მიმდინარეობს საქართველოს პრემიერ–მინისტრის პირისპირ შეხვედრა საფრანგეთის პრეზიდენტთან, რომლის დასრულების შემდეგ გაიმართება გაფართოებული ფორმატის შეხვედრა, მოგვიანებით კი დაგეგმილია საქართველო-საფრანგეთის ეკონომიკური ფორუმის დახურვაში მონაწილეობა.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=-3utBdm3_Pc&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები