ლალი მოროშკინა პროტესტის ნიშნად შიმშილობას იწყებს

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი მრჩეველი ლალი მოროშკინა აპირებს, რომ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართოს და შიმშილობა გამოაცხადოს. ამის შესახებ მოროშკინა ფეისბუქის პირად გვერდზე წერს. მოროშკინას თქმით, მისი პროტესტი სასჯელაღსრულების სამინისტროს საქმიანობას და იქ არსებულ უსამართლობას უკავშირდება.
„იყო 9-წლიანი ბრძოლა, ყოველ დღე შიში მკლავდა, რომ ჩემი შვილის ჯიბეში “შემთხვევით” ნარკოტიკი აღმოჩნდებოდა, ჩემ ძმას დაიჭერდნენ რაიმე შეთითხნილი ბრალდებით… ღმერთმა გადამარჩინა და მავანთა პროვოკაციის შედეგად მხოლოდ მე მოვხვდი “მოდულის” ქვესკნელში… ჩემი სახლის დიდი ნაწილი პატიმრების წერილებს უკავია… ეს ჩემი სიმდიდრეა… წლობით ამ ადამიანების გოდებას და ვაებას ვკითხულობდი… შემდეგ დაიწერა წიგნი “გისოსებს მიღმა საქართველოა”!
1 ოქტომბერი მე და ჩემმა მეგობრებმა მოვიყვანეთ… მაშინ ვინც გვარბევდა – დაწინაურდნენ, ვინც”გვისმენდა”-გამდიდრდნენ, მე სული მეწვის საკუთარი უსუსურობისგან, რომ დღეს ვერ ვშველი ადამიანებს განსაცდელში, იმიტომ რომ დიდი ღალატია!!! მე მრცხვენია იმისი, რაც სასჯელაღსრულების უწყებაში დაფიქსირდა, და ეს მაშინ როდესაც ბიჭები გვყავს “გაურკვეველ” ვითარებაში გარდაცვლილი და ბოდიშიც არავის მოუხდია!!!! მე გიხდით ბოდიშს ხალხო!!! გეგმას უახლოეს პერიოდში მოგაწვდით! კიდევ ერთხელ, ღიად ვადასტურებ ჩემს პატივისცემას ირაკლი ღარიბაშვილისადმი და დარწმუნებული ვარ, რომ ფინანსურ და სამართლებრივ საბოტაჟს ერთიანი ძალებით გავუმკლავდებით“, – წერს ლალი მლროშკინა ფეისბუქის პირად გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები