“დროებით საგამოძიებო კომისიაში ჩვენი გუნდის ლიდერებს, რომ კოლექტიური ბოკერიები კითხვებს უსვამენ ჩემთვის შეურაცხყოფაა”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ჭიჭინაძე დროებითი საგამოძიებო კომისიის შემადგენლობას იწუნებს და აცხადებს, რომ მასში შემავალი ოპოზიციონერები პროცესს პოლიტიკურ სარჩულს დაუდებენ.

ხოლო რაც შეეხება ახალი პროკურორის კანდიდატურას, მისივე თქმით, ის საზოგადეობის მაღალი ნდობით უნდა სარგებლობდეს.

“დროებითი საგამოძიებო კომისია იმდენად პოლიტიზირებულია, რომ მათთვის სიმართლეს და სამართლიანობას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ეს იქნება პოლიტიკური შოუს ელემენტებით გაჯერებული პროცესი. ჩვენი გუნდის ლიდერებს, რომ კოლექტიური ბოკერიები კითხვებს უსვამენ ჩემთვის შეურაცხყოფაა. შედეგიც შესაბამისი იქნება, ხმაურიანი განცხადებები და უაზრო კამათი. გამოძიებისთვის პროკურატურაა, ხოლო გადაცდომებს რაც შეეხება ამ მიზეზით გადადგა უკვე ირაკლი შოთაძე. ახალი პროკურორი ვინც იქნება იმას საზოგადოების მაღალი ნდობა უნდა ჰქონდეს და შესაბამისად იმ ადამიანის ღირსების საკითხი იქნება ჩაიხედოს ასეთ საქმეებში. გარდა ამისა ხალხი, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს უსამართლოდ იქცეოდა დღეს პროკურატურაში წამყვან პოზიციებს იკავებენ, ამიტომ ახალი პროკურორი უნდა იყოს ისეთი ადამიანი ვის მიმართაც კითხვის ნიშნები არ იქნება და გაწმინდავს პროკურატურას უღირსი ადამიანებისგან”,-განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები