გიორგი მარგველაშვილმა ელისაბედ II-ს დაბადების დღე მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფალს ელისაბედ II-ს დაბადების დღე მიულოცა.

„თქვენო უდიდებულესობავ, მინდა გულითადად და გულწრფელად მოგილოცოთ დაბადების დღე. ამ მნიშვნელოვან დღეს მინდა აღვნიშნო, რომ თქვენი მმართველობის პერიოდში თქვენი ქვეყანა წარმატებით განვითარდა სირთულეებით აღსავსე და არასტაბილურ გარემოში. თქვენო უდიდებულესობავ, თქვენ უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებთ მშვიდობისა და კეთილდღეობის საქმეში, როგორც გაერთიანებული სამეფოსთვის, ასევე ერთა თანამეგობრობისთვის და მთლიანი კაცობრიობისათვის.

ჩვენს ქვეყნებს საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული, მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა, ძლიერი კულტურული კავშირები და წარმატებული პოლიტიკური თანამშრომლობა აერთიანებთ. ნება მიბოძეთ გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და გამოვხატო ჩემი მადლიერება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების ურყევი მხარდაჭერისათვის. მწამს, რომ საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებულ კავშირები და ძლიერ პარტნიორობა კიდევ უფრო გაძლიერდება და გაღრმავდება ჩვენი ქვეყნების ერთობლივი სარგებლისათვის.

თქვენო უდიდებულესობავ, ნება მიბოძეთ გისურვოთ ბედნიერება, ჯანმრთელობა და დიდი წარმატება თქვენი ქვეყნის წინსვლისთვის და კეთილდღეობისათვის”, – აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის მისალოც წერილში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები