საქართველო კონგრესის თავმჯდომარე სახელმწიფო გახდება

2014 წლიდან საქართველო, ავსტრიის შემდეგ, გახდება კონგრესის თავმჯდომარე სახელმწიფო, ხოლო კონგრესის თავმჯდომარის თანამდებობას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი დაიკავებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ავრცელებს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დელეგაცია, სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში, ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების XVI კონგრესს ესწრება. საკონსტუტიციო სასამართლოს ცნობით, კონგრესზე გაიმართა ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების თავმჯდომარეთა შეხვედრა, რომელზეც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების კონგრესის თავმჯდომარეობა 3 წლის ვადით გადაიბარა.
„კონგრესი 1971 წელს დაარსდა და იგი ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოებს აერთიანებს. ბოლო 20 წლის მანძილზე საქართველო ერთადერთი ევროკავშირის არაწევრი ქვეყანაა, რომელიც კონგრესის თავმჯდომარედ იქნა არჩეული. აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგად, 2014-2017 წლების განმავლობაში, ევროპის საკონსტიტუცო სასამართლოების კონგრესის ფარგლებში დაგეგმილ ყველა მაღალი რანგის ღონისძიებას უმასპინძლებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ქალაქ ბათუმში. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის გადაწყვეტილება 2012 წელს კენჭისყრის საფუძველზე იქნა მიღებული. კონგრესში მონაწილე 40 ევროპული ქვეყნიდან საქართველოს კანდიდატურას 39 ქვეყანამ დაუჭირა მხარი. აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხოლოდ რუსეთი არ დაეთანხმა“, – აღნიშნულია სასამართლოს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები