ნათია მეზვრიშვილი ხორავას ქუჩის ტრაგედიაზე: საგამოძიებო კომისიის ფორმატში ყველა კითხვას პასუხი გაეცემა

საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა ტელეკომპანია „TV პირველის“ ეთერში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ირგვლივ არსებული კითხვის ნიშნების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ საგამოძიებო კომისიის ფორმატში ყველა კითხვას პასუხი გაეცემა.
„სახალხო დამცველის შეფასება გასაგებია ჩემთვის, ეს მისი უფლებაა. ის გაეცნო სისხლის სამართლის საქმის მასალებს, სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლები. ისიც მესმის, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით გარკვეული კითხვის ნიშნები არსებობს, თუმცა მოსახლეობას ისიც მინდა ვუთხრა, ნებისმიერ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით კითხვებს ვიპოვით. არ ვამბობ, რომ ეს საქმე სხვა საქმის ტოლფასია შინაარსობრივად. ეს არის ის შეკითხვები, რომელსაც ამ გამოძიების ფარგლებში გავცემთ პასუხებს, ეს არის ის შეკითხვები, რომელსაც გამომძიებლები და პროკურორები საგამოძიებო კომისიის ფარგლებში უპასუხებენ. მე არ მინდა, რომ მოვლენებს წინ გავუსწრო. რაც შეეხება მირზა სუბელიანს, მე ვისაუბრე იმაზე რომ სასამართლო განხილვის ეტაპზე ახალი გარემოებები გახდა ცნობილი, რაც მანამდე გამოძიებისთვის ცნობილი არ ყოფილა – როგორც კი ეს გარემოებები გამოვლინდა, ჩვენ დავიწყეთ გამოძიება, სასამართლო განხილვის პარალელურად, დამოუკიდებელი გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მოვიპოვეთ შესაბამისი მტკიცებულებები, მათ შორის სხვათა შორის ბევრი შეკითხვა იყო – რა შეიცვალა ახლა? შეიცვალა ახლა ის, რომ მირზა სუბელიანს მანამდე არავინ ახსენებდა და სასამართლო განხილვის ბოლო სხდომაზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა ახსენა იმ კონტექსტში რა კონტექსტშიც მირზა სუბელიანს ახლა ბრალი აქვს.
კარგად ვიცი რას ნიშნავს მტკიცებულებათა ერთობლიობა, იმისთვის რომ ადამიანებს ბრალი წაუყენო ძალიან მძიმე დანაშაულისთვის. ამას ძალიან კარგად ვაცნობიერებ, ამიტომ ვსაუბრობ სიფრთხილით. კონკრეტული ადამიანების მოთხოვნები, რომ დავიჭიროთ პირობითად ვამბობ მიხეილ კალანდია, კონკრეტული ადამიანების მოთხოვნები დავიჭიროთ ვინმე, მოწმის სტატუსის მქონე პირი ამ საქმეში. იმისთვის რომ ადამიანების სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო, დაიჭირო და ბრალი წაუყენო, ამისთვის გვჭირდება მტკიცებულებები და ამ საკითხს ვეკიდებით სერიოზულად. რაც შეეხება მირზა სუბელიანის დაკითხვას, ჩვენ ყველანი შევთანხმდით რომ ეს საქმე გადავა საგამოძიებო კომისიის ფორმატში და ჩვენ ყველანი იქ ყველა შეკითხვას, მათ შორის რაც სახალხო დამცველს აქვს ყველა ამ შეკითხვას საგამოძიებო კომისიაში პასუხს გავცემთ. თუ დადგება, თუ გამოიკვეთება პირი, რომელი პირის ბრალეულობაც გამოიკვეთება იმ სისხლის სამართლებრივი საქმის ფარგლებში, რასაც ახლა შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს, ისევე არ მოგვერიდება არავის დაკავება და შესაბამისი ღონისძიებების გატარება, როგორც არ მოგვერიდა მორჩაძის, მირზა სუბელიანის შემთხვევაში. საზოგადოებას შევახსენებ, ბევრი მითქმა-მოთქმა იყო იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდებულებს გავლენიანი ნათესავები და ოჯახის წევრები ჰყავდათ და ჩვენ მაშინაც ვთქვით, რომ ჩვენთვის ეს არ არის დამაბრკოლებელი გარემოება, დავადგენთ რომ პირმა დანაშაული ჩაიდინა – დავაკავებთ, შევკრებთ მტკიცებულებებს, დავაყენებთ ბრალდების წაყენების საკითხს“ – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები