თბილისში, ძლიერი წვიმის გამო, საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა

თბილისში, ძლიერი წვიმის გამო, ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსიდან მოსხლეობა გაიყვანეს.
ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ საგანგებო სიტუაციების მართვისა და სამაშველო დახმარების სამსახურები.
მათ შენობისკენ მიმავალ წყალს მიმართულება შეუცვალეს, დაგროვილი წყალი ამოტუმბეს და სანიაღვრე არხი გაწმინდეს.
პირველადი დათვალიერებით, კორპუსის საძირკველს საფრთხე არ ემუქრება. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები