ნონო გოგუაძე: არეულობა, რევოლუციები არ შეიძლება იყოს ქვეყნის განვითარების ხაზი

პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერის ნინო გოგუაძის შეფასებით, რუსთაველზე მიმდინარე აქციებს, რიგი პოლიტიკური ძალები, საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ.
როგორც გოგუაძემ „TV პირველის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა, „თავისუფალი დემოკრატები“ ზაზა სარალიძეს სოლიდარობას უცხადებენ, თუმცა ქვეყანაში არეულობისა და დესტაბილიზაციის მოწყობის მცდელობაში მონაწილეობას არ მიიღებენ.
„ამ კონკრეტულ აქციაში ჩვენ მონაწილეობას არ ვღებულობდით და პირველსავე დღეს, ჩვენი პარტიული განცხადება გამოვაქვეყნეთ, სადაც ვთქვით, რომ არეულობა, რევოლუციები არ შეიძლება იყოს ქვეყნის და სახელმწიფოს განვითარების ხაზი. ჩვენ ეს ხელისუფლება უნდა ვაიძულოთ, რომ დღესვე დაიწყოს სისტემური გარდაქმნა და ეს სისტემური გარდაქმნა სწორედ პროკურატურის, სასამართლოს რეფორმას ეხება. ისეთ არეულობაში, სადაც ჩვენ შეიძლება მიშა სააკაშვილის კვალს ვხედავდეთ, რომლის ერთადერთი მიზანია ხელისუფლებაში მოსვლა და არა სისტემური ცვლილებები, – ჩვენ მონაწილეობას არ მივიღებთ, მაგრამ ვიქნებით სარალიძის, მაჩალიკაშვილის გვერდით. ძალიან მნიშვნელოვანია საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, ეს მექანიზმი, რომელიც ხელისუფლებამ დათმო და ოპოზიციას ჩააბარა. ინსტიტუტები და ინსტრუმენტები უნდა ვამუშაოთ და ხალხის პროტესტი მიმართული უნდა იყოს კონკრეტული გამოძიების, კონკრეტული სისტემების წინააღმდეგ“,- განაცხადა ნინო გოგუაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები