რომან კაკულიამ და ფრანსუა პენშომ საქართველოში საკრედიტო საგარანტიო ინსტრუმენტის ამოქმედების პერსპექტივაზე ისაუბრეს

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენელს ფრანსუა პენშოს შეხვდა.

შეხვედრის მიზანს საქართველოში არსებული მაკროეკონომიკური პარამეტრების მიხედვით არსებული მდგომარეობის შეფასება და იმ შესაძლებლობების განსაზღვრა წარმოადგენდა, რაც ადამიანებს სამუშაო ადგილების მოძებნასა და ბიზნესინიციატივებში ჩართვაშიდაეხმარება.

რომან კაკულიას თქმით, შეხვედრის მიზანი შეფასებებთან ერთად იმის მოსმენა იყო, თუ რა ძირითად გამოწვევებს ხედავს სავალუტო ფონდი, რათა დღეისათვის მთავრობის მიერ შემოთავაზებულმა საკრედიტო საგარანტიო ინსტრუმენტმა ქვეყანაში წარმატებით იმუშაოს.

შეხვედრაზე განიხილეს ყველა ის წინაპირობა, რომელიც შემოთავაზებული სქემის წარმატებულად განხორციელებას, წინ უნდა უძღოდეს.

ისაუბრეს იმის შესახებ, რომ საჭირო იქნება სხვადასხვა რეგიონში დონორების მიერ განხორციელებული პროექტების დეტალური ანალიზი, რათა ამის შემდეგ სწორად შეირჩეს ისეთი საპილოტე რეგიონი, რომელშიც არსებული ბიზნეს შესაძლებლობები უკვე მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული რეგიონში არსებული საქმიანობებიდან გამომდინარე. ითქვა, რომ ყველა დონორს გააჩნია ტრენინგისა და სწავლების კომპონენტი. თუ ეს კომპონენტი კონცენტრირდება წინასწარ შერჩეულ რომელიმე რეგიონში მისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე და ამის მიხედვით მომზადდება ამ რეგიონის საკრედიტო-საგარანტიო სქემის განხორციელების არეალი, ეს გარკვეული გარანტია იქნება მისი წარმატებული ფუნქციონირებისთვის.

„ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის შეფასებაში სავალუტო ფონდს ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ დადებითი შეფასება მისცენ და ბოლომდე ზუსტად გაიაზრონ ჩვენი მიზნებიც, ამ ინსტრუმენტის მოქმედების პრინციპებიც და ყველა ის გამოწვევები, რომელიც ამასთნ დაკავშირებით არსებობს ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ პირველი ნაბიჯი უნდა იყოს საპილოტედ რომელიმე რეგიონის შერჩევა. ასევე ვთვლით, ამ საკრედიტო სქემამ რომ იმუშაოს მას წინ უნდა უსწრებდეს იმ შესაძლებლობების ცოდნა, იმ პროდუქციისა თუ მომსახურებათა წარმოების ცოდნა, რომელსაც პერსპექტივა აქვს ამა თუ იმ რეგიონში. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება იყოს ეს სქემა წარმატებული”, – განაცხადა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შეხვედრის დასასრულს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები