დავით ჭიჭინაძე: დროებითი საგამოძიებო კომისიის სიითი შემადგენლობა, ძალიან ბევრ კითხვას იწვევს

უმრავლესობის დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, სადაც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის განხილვა მიმდინარეობს, განაცხადა, რომ კომისიის სიითი შემადგენლობა, ძალიან ბევრ კითხვას იწვევს.

მისივე თქმით, ეს კომისია საზოგადოებაში ნდობას ვერ დააბრუნებს.

“კომისია უნდა შექმნილიყო იმისთვის, რომ ხალხში ნდობა გაზრდილიყო. კომისიის სიითი შემადგენლობა ძალიან ბევრ კითხვას იწვევს. სიაშია ადამიანი, რომელსაც მრავალი წლის განმავლობაში ვეძახით, რომ არის არჩევნების მთავარი გამყალბებელი. ასე სახელობითად რომ გავყვეთ, კომისიის ყველა წევრთან მიმართებაში ჩნდება კითხვები. არა მგონია, ამ კომისიამ, საზოგადოებაში ნდობა დააბრუნოს“, – განაცხადა ჭიჭინაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე.

17-კაციან კომისიაში უმრავლესობით – 9 წევრით, “ევროპული საქართველოა“ წარმოდგენილი, ხოლო “ქართული ოცნება“, – ექვსი დეპუტატით.
კომისიის შემადგენლობაში საპარლამენტო უმრავლესობიდან არიან: არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, ეკა ბესელია, ანრი ოხანაშვილი, დიმიტრი ცქიტიშვილი და სოფო კილაძე.

“ევროპული საქართველოდან“: სერგი კაპანაძე, ოთარ კახიძე, ელენე ხოშტარია, ოთარ აბესაძე, სერგო რატიანი, ხათუნა გოგორიშვილი, მამუკა ჩიქოვანი, გიგა ბოკერია და ირმა ნადირაშვილი.

ფრაქცია “პატრიოტთა ალიანსიდან“, – ადა მარშანია და ასევე, დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი. კომისიას სერგი კაპანაძე უხელმძღვანელებს.
ცნობისათვის, ფრაქცია “ნაციონალურმა მოძრაობამ“ საგამოძიებო კომისიაში ჩართვაზე უარი განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები