არჩილ თალაკვაძე: მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესში მხოლოდ იუსტიციის მინისტრი არ მონაწილეობს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ თოქშოუში „პირისპირ“, მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესზე ისაუბრა და განმარტა, რომ მასში მხოლოდ იუსტიციის მინისტრი არ იღებს მონაწილეობას.

„როდესაც ვსაუბრობთ თეა წულუკიანის გადადგომაზე, პირდაპირ უნდა ითქვას, რომ მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესში მონაწილეობს არა მხოლოდ მინისტრი და იუსტიციის სამინისტრო, არამედ მონაწილეობს საპროკურორო საბჭო, სამოქალაქო საზოგადოება, საქართველოს მთავრობა და პარლამენტი. არასამთავრობო ორგანიზაციებმა ძალიან კარგად იციან, რომ პროკურორის შერჩევის პროცესი არის კანონმდებლობით დარეგულირებული”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისი თქმით, თეა წულუკიანთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებში ეს ნაწილები საერთოდ ნახსენები არ არის.

„რა უნდა ვიფიქროთ ამის შემდეგ, უნდა ვიფიქროთ ის, რომ ამ ადამიანებს მიზანმიმართულად აქვთ ჩამოყალიბებული მიზანი და ამოცანა, რომ მას შემდეგ, რაც ქუჩაში აქციები ჩაატარეს და მთავარი მოთხოვნა იყო ხელისუფლების ჩამოშლა და სისტემის დანგრევა, დღეს უკვე დაიწყეს საუბარი მინისტრის გადადგომაზე”,- აღნიშნა უმრავლესობის ლიდერმა.

თალაკვაძის განმარტებით, თუ ვინმეს სურს კანდიდატის დასახელება, პროცესი გახნილია.

„მოვიდნენ, დაასახელონ, დაასაბუთონ, ჩვენ მზად ვართ პარლამენტშიც და მთავრობაც მზად არის რომ ამასთან დაკავშირებით იმსჯელოს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები