თელავში, ავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა

კახეთში, თელავში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა.
„გოლფის“ მარკის ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა.
მანქანაში ორი ახალგაზრდა მამაკაცი იმყოფებოდა. დაშავებულ მამაკაცს თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გამოკვლევები უტარდება.
ექიმის თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
შსს-ს განცხადებით, გამოძიება 276 მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები