„საერთაშორისო თანამეგობრობაში წარმატებებული ჩართულობითა და ჩვენი გამბედაობით, საქართველომ სანდო და ღირსეული პარტნიორის სახელი მოიპოვა“

„საერთაშორისო თანამეგობრობაში წარმატებებული ჩართულობითა და ჩვენი გამბედაობით, საქართველომ სანდო, ღირსეული და სამაგალითო პარტნიორის სახელი მოიპოვა“,- ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP-2018) თბილისში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ლევან იზორიამ აღნიშნა, თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესში ჩვენი ისტორია მთავარი მეგზურია.

„2018 წელი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი წელია. 10 წელი სრულდება ბუქარესტის სამიტზე მიღებული დეკლარაციიდან, რომლის დროსაც გაცხადდა, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება. 10 წელი ხდება 2008 წლის აგვისტოს ომიდან და ბოლოს, რამდენიმე დღის წინ, 26 მაისს, 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დეკლარაციიდან საუკუნის იუბილე ვიზეიმეთ. ეს მნიშვნელოვანი თარიღები ჩვენს განვლილ გზას და ამავე დროს ჩვენ წარმატებას წარმოადგენს. 2018 წელი სიმბოლურად აერთიანებს ჩვენს კოლექტიურ მეხსიერებას, ჩვენს უახლესი ისტორიის მანძილზე განვლილ ყველა მნიშვნელოვან გზას. და დღეს, მოხარული ვარ განვაცხადო, რომ ვადგავართ პროგრესის, ურყევი ძალისხმევისა და წარმატებების გზას. საერთაშორისო თანამეგობრობაში წარმატებებული ჩართულობითა და ჩვენი გამბედაობით, საქართველომ სანდო, ღირსეული და სამაგალითო პარტნიორის სახელი მოიპოვა”,- განაცხადა ლევან იზორიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები