პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძე გახდა
„ევროპულმა საქართველომ“ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარედ სერგი კაპანაძე დაასახელა, – ამის შესახებ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.
საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის ვინაობა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიგა ბოკერიამ დაასახელა.
„ჩვენ გვქონდა კონსულტაციები, რის შემდეგაც ჩვენ სერგი კაპანაძე დავასახელეთ და იგი სრული პასუხისმგებლობით გაუწევს კონტროლს და დამატებითი კონტროლი დავაწესოთ და ვამხილოთ ყველა ის ქმედება, რამაც ქვეყანა ჩიხში შეიყვანა.
ჩვენ კარგად ვიცით, რომ კომისია ვერავის დაიჭერს, თუმცა აქტიურად ჩაერთვება საგამოძიებო ნაწილში“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
პარლამენტის საგამოძიებო კომისია ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ უმრავლესობით – 9 დეპუტატით არის წარმოდგენილი.