პარლამენტის რიგგარეშე პლენარული სხდომა 6 ივნისს გაიმართება

პარლამენტი საქართველოს პრეზიდენტს, 6 ივნისს პარლამენტის რიგგარეშე პლენარული სხდომის მოწვევის თაობაზე,  მოთხოვნით მიმართავს. განცხადება აღნიშნულთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბიუროს სხდომაზე გააკეთა.

„გაცნობებთ, რომ ზეგ ვგეგმავთ რიგგარეშე სხდომის ჩატარებას. ამის თაობაზე მოთხოვნა გაეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს თანდართული დღის წესრიგით. დღის წესრიგში ასახული იქნება ძირითადი საკითხი, ეს არის – დროებითი საგამოძიებო კომისიის შემადგენლობის დამტკიცება და ასევე იქნება სხვა საკითხები, რომლებიც წარმოდგენილია ბიუროს დღის წესრიგში. შესაბამისად, 6 ივნისს გვექნება ერთდღიანი სხდომა, მანამდე ხვალ დაგვჭირდება ბიუროს სხდომაზე კიდევ ერთხელ შეკრება, იმისთვის რომ კომიტეტის გადაწყვეტილების შესაბამისად, კვოტების შესაბამისად, უკვე ჩამოვყალიბდეთ დროებით საგამოძიებო კომისიის შემადგენლობაზე”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ბიუროს სხდომაზე, რიგგარეშე და მომდევნო სასესიო კვირის, პლენარული სხდომების დღის წესრიგის საკითხები განსაზღვრეს. როგორც სხდომაზე აღინიშნა, რიგგარეშე სხდომაზე უკვე განხილული საკითხების კენჭისყრა გაიმართება, რომელთა რაოდენობა 57 საკითხს შეადგენს. ბიუროს წევრები ახალ საკანონმდებლო ინიციატივებსაც გაეცნენ და წამყვანი და სავალდებულო კომიტეტები განსაზღვრეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები