გიორგი მარგველაშვილი ნატო-ს ტრანსფორმაციის გაერთიანებული სარდლობის მეთაურს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ნატო-ს ტრანსფორმაციის გაერთიანებული სარდლობის მეთაურს, გენერალ დენის მერსიეს შეხვდა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო როგორც საქართველო-ნატოს ურთიერთობას, ასევე, კონკრეტულად, არსებითი პაკეტის მიმდინარეობას, ალიანსში მიმდინარე ცვლილებებსა და რეფორმას.
ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის დავით რაქვიაშვილის განცხადებით, პრეზიდენტმა და გენერალმა ისაუბრეს იმ ერთობლივ პროექტებზე, რომელიც დაგეგმილია საქართველო- ნატოს ერთობლივი სწავლებების სახით და ასევე, იმ პოლიტიკაზე, რომელსაც ნატო უახლოეს მომავალში შავი ზღვის უსაფრთხოებისა და მთლიანად აღმოსავლეთ ფლანგთან მიმართებაში განახორციელებს.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვლადიმერ ჩაჩიბაია, საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები