ნინო ლომჯარია: ვიცი, რომ ზაზა სარალიძე პრემიერთან შეხვედრაზე მოდის, მაგრამ რა ფორმით მოხდება შეხვედრა, ეს სხვა საკითხია

„ვცდილობ მათი ინტერსების დაცვას ხელისუფლების და საგამოძიებო ორგანოების წინაშე გამოძიების პროცესში“, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან განაცხადა.
„მე მოვედი იმიტომ, რომ მოვისმინე საჯარო შემოთავაზება პრემიერ-მინისტრისგან და შესაბამისად, მზად ვარ, ამ შეხვედრის ნებისმიერ ფორმატში მივიღო მონაწილეობა“, – აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.
ამასთან, ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, მას ჰქონდა კომუნიკაცია ზაზა სარალიძესთან, თუმცა ვისთან ერთად მივა გარდაცვლილ დათუნა სალარიძის მამა მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში დაგეგმილ შეხვედრაზე, არ იცის.
„ვერიდები ყოველთვის მათი პოზიციების ჩემი მხრიდან გაჟღერებას, მე არ ვარ არც მათი ადვოკატი, არც მათი წარმომადგნელი, მე ვცდილობ მათი ინტერსების დაცვას ხელისუფლების და საგამოძიებო ორგანოების წინაშე გამოძიების პროცესში. მე ვიცი, რომ მოდიან, მაგრამ რა ფორმით მოხდება შეხვედრა, ეს არის სხვა საკითხი და ეს არის უშუალოდ მონაწილეების გადასაწყვეტი, მე ნებისმიერ ფორმატზე ვარ მზად“, – აღნიშნა ლომჯარიამ.
ამასთანავე, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან უკვე მივიდა ზაზა სარალიძის ადვოკატიც.
ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამამ, ზაზა სარალიძემ გუშინ პარლამენტის შენობის წინ აქციაზე განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას გეგმავს.
როგორც დღეს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურში განაცხადეს, გიორგი კვირიკაშვილი მზად არის, პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების გარეშე, შეხვდეს ხორავას ქუჩაზე მოკლული ორივე მოზარდის მშობლებს, მათი სურვილის შემთხვევაში, სახალხო დამცველთან ერთადაც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები