„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს
ამ წუთებში, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს. სხდომაზე განსახილველი საკითხები არ კონკრეტდება. სავარაუდოდ, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე იმსჯელებენ.
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ, გიორგი კვირიკაშვილი კომენტარს გააკეთებს. შეხვედრის დასრულების შემდეგ, მედიისთვის სხვა პირებიც გააკეთებენ კომენტარს.