წალენჯიხაში ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს

ეროვნული სატყეოს სააგენტოს სამეგრელო – ზემო სვანეთის სატყეოს სამსახურის თანამშრომლებმა, წალენჯიხაში ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
„სამართალდამრღვევმა, სოფელ მუჟავაში, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიიდან, უკანონოდ მოიპოვა 15 კუბურ მეტრამდე წიწვოვანი სახეობის პირველი ხარისხის სამასალე მერქანი. სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ სატვირთო ავტომანქანები დაილუქა. მიმდინარეობს გარემოზე მიყენებული ზიანის დაანგარიშება. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნება რაიონულ სასამართლოს. ეროვნული სატყეო სააგენტო უკანონო ტყით სარგებლობის პრევენციულ ღონისძიებებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს“, – აცხადებენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები