გიორგი მარგველაშვილი ზაზა სარალიძეს ხვდება (ფოტოკოლაჟი)

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის, დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს ხვდება.
შეხვედრა პარლამენტის წინ გაშლილ ერთ-ერთ კარავში მიმდინარეობს.
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, ამ დროისთვის, რამდენიმე კარავია გაშლილი. აქცია პარლამენტის შენობასთან დღეს, 16:00 საათზე განახლდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები