მათიკაშვილი “ნაციონალებს” – „შორს ზაზა სალარიძისგან თქვენი სისხლიანი ხელებით, რადგანაც მისი ტრაგედია სრულიად საქართველოს ტრაგედიაა”

„შორს ზაზა სალარიძისგან თქვენი ბინძური და სისხლიანი ხელებით, რადგანაც ბატონი ზაზა სალარიძის ტრაგედია სრულიად საქართველოს ტრაგედიაა“, – ამ სიტყვებით მიმართავს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი „ნაციონალურ მოძრაობის“ იმ წევრებს, რომლებიც მთავარი პროკურატურის შენობასთან საპროტესოტო აქციაზე ზაზა სარალიძის მხარდაჭერას პოლიტიკური განცხადებებით გამოხატავენ.
ამასთან დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ ზაზა სარალიძემ აუცილებლად უნდა იპოვოს სამართალი.
„ზაზა სალარიძემ დაკარგა ყველაზე ძვირფასი, საკუთარი შვილი და მან აუცილებლად უნდა იპოვოს სამართალი. პირადად მე და ყველა ჩემი თანაგუნდელი საგამოძიებო კომისიით თუ მის გარეშე, სრულ მხარდაჭერას და თანადგომას ვუცხადებთ ბატონ ზაზას. სამართალი უნდა აღსრულდეს და ამ მოცემულობას ალტერნატივა არ აქვს. სწორედ ამიტომ საქართველოს პარლამენტი, დროებითი საგამოძიებო კომისიის მეშვეობით გააკეთებს მაქსიმუმს იმისთვის, რომ პასუხგაუცემელი კითხვები არ დარჩეს ჩვენს საზოგადოებას. აქვე მინდა მოვუწოდო ნაციონალურ მოძრაობას: შორს ზაზა სალარიძისგან თქვენი ბინძური და სისხლიანი ხელებით, რადგანაც ბატონი ზაზა სალარიძის ტრაგედია სრულიად საქართველოს ტრაგედიაა, გამონაკლისს მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობა” წარმოადგენს, რომლისთვისაც ნებისმიერი ადამიანის ტკივილი, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური დივიდენდების გამომუშავების წყაროა“, – აცხადებს დავით მათიკაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები