“საგანგებო სიტუაციების სამსახურის რეფორმა არის გამოცდილი ადამიანების მიერ მომზადებული ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა და პარლამენტში მის განხილვას ინტერესით ველოდებით”

„საგანგებო სიტუაციების სამსახურის რეფორმა არის გამოცდილი ადამიანების მიერ მომზადებული ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა და პარლამენტში მის განხილვას დიდი ინტერესით ველოდებით”,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, რეფორმის შედეგად საგანგებო სიტუაციების სამსახური ერთი მხრივ ხდება ძლიერი მაკონტროლებელი ყველა იმ დაწესებულების, რომლებითაც ჩვენ ვსარგებლობთ, იმისათვის, რომ სახანძრო უსაფრთხოების სტანდარტი იყოს დაცული, მაგრამ ამავე დროს, ხდება ძლიერი პარტნიორი და დამხმარე კერძო სექტორის, რომ ეს სტანდარტები იყოს დაკმაყოფილებული.

„საგანგებო სიტუაციების სამსახურის რეფორმაში გამოვყოფდი რამდენიმე საკითხს: პირველი – საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სქემა ხდება უფრო მარტივი და საიმედო; მეორე – ხდება სახანძრო-სამაშველო სამსახურების გადაიარაღება ტყეში ხანძრების მართვისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ გვიჩვენა გამოცდილებამ, რომ ამ მიმართულებით, ნამდვილად საჭიროა განახლება და სერიოზული გაუმჯობესება. ასევე ყალიბდება მოხალისეთა კორპუსი. რაც მნიშვნელოვანია. საგანგებო სიტუაციების სამსახური ერთი მხრივ ხდება ძლიერი მაკონტროლებელი, რომ შენობების, სასტუმროების ყველა იმ დაწესებულების, რომლებითაც ჩვენ ვსარგებლობთ, სახანძრო უსაფრთხოების სტანდარტი იყოს დაცული, მაგრამ ამავე დროს ხდება ძლიერი პარტნიორი და დამხმარე კერძო სექტორის, რომ ეს სტანდარტები იყოს დაკმაყოფილებული”,- განაცხადაარჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები