რომან კაკულია: „სატრანზიტო და სატრანსპორტო თანამშრომლობის შესახებ“ პარლამენტის დადგენილების პროექტი მნიშვნელოვანია

„საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „სატრანზიტო და სატრანსპორტო თანამშრომლობის შესახებ“ მნიშვნელოვანი პროექტია“,- ამის შესახებ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული პროექტი პირველ რიგში, შეესაბამება საქართველოს მნიშვნელოვან მიზანს – სატრანსპორტო ჰაბის ფუნქციის შეძენას, ასევე, გარკვეულწილად ამცირებს რუსული ზეგავლენის ფაქტორს, რომელიც ჩვენთვის ასევე პრიორიტეტული საკითხია.

„ძალიან სასიამოვნოა, როდესაც იმ 4 ძირითადი კომპონენტის მიხედვით როგორიც არის: დრო, ფასი, საიმედოობა და უსაფრთხოება ეს პროექტი შეფასდა კონკურენტუნარინად, ხოლო სამი ყველაზე პრიორიტეტული მარშუტიდან საქართველოს მიმართულება ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მიმართულებად არის მიჩნეული. ეს პროექტი დიდი შესაძლებლობებისა და პოტენციალის მქონე პროექტია და მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე,  ჩვენ დადებითი მოლოდინი გვაქვს ამ პროექტთან მიმართებაში.” პარლამენტმა განიხილა საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „სატრანზიტო და სატრანსპორტო თანამშრომლობის შესახებ (ლაპის ლაზულის მარშრუტის შეთანხმება)” შეთანხმების რატიფიცირების თაობაზე“.

„სატრანზიტო და სატრანსპორტო თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების პროექტი  ქმნის ხუთ ქვეყანას შორის თანამშრომლობის სამართლებრივ საფუძვლებს, რომელიც ითვალისწინებს ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკას, თურქმენეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკებს შორის სავაჭრო და სატრანსპორტო ურთიერთობების ხელშეწყობას.

ჩარჩო შეთანხმების დებულებები არეგულირებენ სატრანზიტო მიმოსვლას. ასევე  შეთანხმება ხელს უწყობს მხარეების ტერიტორიებზე ტვირთისა და მგზავრების დაუბრკოლებელ გადაადგილებას. პროექტის თანახმად გადაზიდვები განხორციელდება ხელშეკრულების მონაწილე მხარეების მიერ წინასწარ განსაზღვრულ საავტომობილო, სარკინიგზო და შიდა სამდინარო სატრანზიტო მარშუტებზე“,- განაცხადა რომან კაკულიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები