კახა კალაძემ იმ კომპანიის დაბარება მოითხოვა, რომელიც ყიფიანის ქუჩაზე, სადაც კლდე ჩამოიშალა, სამუშაოებს აწარმოებდა

თბილისის მერმა, კახა კალაძემ მის მოადგილეს, ილია ელოშვილს და ზედამხედველობის სამსახურს, ყიფიანის ქუჩაზე კლდის ჩამოშლის გამო, მიმდინარე მშენებლობის დოკუმენტაციის შესწავლა დაავალა. როგორც მან აღნიშნა, შესწავლილ უნდა იქნეს, რა კვლევებს ეფუძნებოდა და როგორ წარიმართა სამშენებლო სამუშაოები.
“ყიფიანის ქუჩაზე, ერთ-ერთ მშენებლობაზე მოხდა კლდის ჩამოშლა, სადაც სასტუმრო შენდებოდა. მინდა დავავალო ჩემს მოადგილეს, ილია ელოშვილს, ასევე ზედამხედველობის სამსახურს, რომ დღესვე დაიბაროთ კომპანია, რომელიც აწარმოებდა სამუშაოებს, ამოწიეთ ყველა დოკუმენტაცია, რომელიც იყო წარმოდგენილი, შევისწავლოთ რა კვლევებს ეფუძნებოდა და როგორ წარიმართა სამუშაოები. დღეს, დღის ბოლომდე, უნდა გვქონდეს ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, მთაწმინდაზე, ყიფიანის ქუჩაზე, დღეს კლდის მასა ჩამოიშალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები