საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელით, სომხეთის პრემიერ-მინისტრის პატივსაცემად ოფიციალური სადილი გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს და მის თანმხლებ დელეგაციას ოფიციალურ სადილზე უმასპინძლა, რომელსაც ორი ქვეყნის მთავრობის მეთაურები მეუღლეებთან ერთად დაესწრნენ.
გიორგი კვირიკაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა ოფიციალურ სადილზე მიწვეულ სტუმრებს კიდევ ერთხელ მიულოცეს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წელი და გამოხატეს მზაობა ორი ქვეყნის ურთიერთობების ახალ, კიდევ უფრო მეტად დინამიკურ ეტაპზე გადასვლისათვის. გამოითქვა ქართველ და სომეხ ხალხთა კავშირების გაღრმავების სურვილი, მათ შორის ახალგაზრდა, მომავალ თაობებში.
ორი ქვეყნის მთავრობის მეთაურებმა ქართველ და სომეხ ხალხს წარმატება, მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები