“IRI კარგად უნდა დააკვირდეს, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს დამახინჯებული ინფორმაციის გავრცელებას საზოგადოებაში”

IRI- ს კვლევის შედეგებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ორგანიზაცია კვლევას პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს რათა საზოგადოებამ მიმდინარე მოვლენების რეალური სურათი ნათლად დაინახოს.
“აშკარად იგრძნობა ხაზი, რომელსაც კონსპირაცია შეიძლება ვუწოდოთ. ადგილობრივი ორგანიზაციები, რომლებიც გარკვეული პოლიტიკური პლატფორმის გარშემო არიან მობილიზებული, ჩვენთვის პატივსაცემ IRI-ს აწვდიან ინფორმაციას, რომელიც რეალობას არის აცდენილი. ეს ყოველივე კი ქმნის გარკვეულ საშიშროებას, რომ საზოგადოების დიდი ნაწილ ნიჰილიზმით განეწყოს იმ დასავლური ფასეულობების მიმართ, რომელსაც ჩვენ მუდმივად ვქადაგებთ, გამომდინარე ამის პრაგმატული გადაწყვეტილებიდან. IRI, რომლის მიმართაც გარკვეული პატივისცემა გაგვაჩნია, კარგად უნდა დააკვირდეს, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს დამახინჯებული ინფორმაციის გავრცელებას საზოგადოებაში”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები