დავით მათიკაშვილი – IRI-ს ყველა კვლევა საზოგადოების განწ ყობებთან აბსოლუტურად აცდენილია

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილი IRI-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგებს არ ენდობა.
“ჩვენ IRI-ს კვლევას უნდობლობას ვუცხადებთ. მიუხედავად იმისა, რომ ამ ორგანიზაციას პატივს ვცემთ, 2012 წლის შემდეგ გამოქვეყნებული ყველა კვლევა, პოლიტიკურ ვითარებასთან მიმართებაში,საზოგადოების განწყობებთან აბსოლუტურად აცდენილია”, – აცხადებს მათიკაშვილი.
მისი თქმით, არჩევნებამდე ჩატარებული IRI-ს კვლევები სხვა სტატისტიკას აჩვენებდა, ხოლო 2012 წლის შემდეგ ჩატარებულ ყველა არჩევნებზე განსხვავებული შედე გი იდებოდა.
“გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ IRI-ს მიერ დაქირავებული ადგილობრივი ორგანიზაციები ერთი მხრივ, შესაძლოა, არაპროფესიონალურად, ან მეორე მხრივ, შესაძლოა, შეგნებულად ქმნიან აბსოლუტურად არაადეკვატურ სურათს. ეს კი იწვევს საზოგადოებაში პროდასავლური შეხედულებებისადმი ნიჰილიზმს, რაც დაუშვებელია. ამიტომ, გვინდა მოვუწოდოთ IRI-ს, რომ შემდეგში უფრო ზუსტად ასახონ ჩვენი საზოგადოების სულისკვეთება და ეს არ იყოს რომელიმე კონკრეტული პარტიული ჯგუფის ინტერესებისთვის გატარებული ღონისძიება”, – აცხადებს დავით მათიკაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები