რატი იონათამიშვილი – IRI-ს კვლევა არ ასახავს საზოგადოების რეალურ განწყობებს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი მიიჩნევს, რომ IRI-ს კვლევა არ ასახავს საზოგადოების რეალურ განწყობებს.
“ყოველი არჩევნები კვლევისგან აბსოლუტურად განსხვავებულ შედეგებს დებს. ამ არჩევნების შედეგები აღიარებულია არა მარტო ჩვენი მოსახლეობის და ადგილობრივი ორგანიზაციების, ასევე საერთაშორისო პარტნიორების მიერ. ჩვენ ყოველთვის დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით ნებისმიერი კვლევის შედეგებს, თუმცა იგი უნდა ასახავდეს იმ განწყობებს და რეალობას, რაც საზოგადოებაშია”, – აცხადებს რატი იონათამიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები