მამუკა მდინარაძე: ასეთ ე.წ. “კვლევებს” საზოგადოებაში არანაირი ნდობის ხარისხი არ გააჩნიათ

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის მამუკა მდინარაძის შეფასებით, IRI-ის კვლევის პოლიტიკური ნაწილი რეალობას აცდენილია.
“პირველ რიგში პატივისცემა მინდა დავაფიქსირო IRI-ის მიმართ, რომელთანაც ჩვენ წარმატებით ვთანამშრომლობთ, თუმცა ბოლო დროს არ არის პირველი შემთხვევა, როცა საველე სამუშაოების ჩამტარებელი ადგილობრივი ორგანიზაციების ტენდენციურ და სუბიექტურ მონაცემებზე დაყრდნობით ქვეყნდება საკმაოდ ავტორიტეტული ორგანიზაციების კვლევა და ამ კვლევის პოლიტიკური ნაწილი სწორედ ამის გამო ძალიან არის აცდენილი რეალობას. ეს კარგად გამოჩნდება ხოლმე საარჩევნო შედეგებში.
რა თქმა უნდა ასეთ ე.წ. “კვლევებს” საზოგადოებაში არანაირი ნდობის ხარისხი არ გააჩნიათ და უკვე კომიკურიც გახდა რამდენიმე ათეული პროცენტით ცდომილებები. აქ უფრო პრობლემაა ის, რომ მოსახლეობის განწყობებისგან აცდენილი კვლევები ნამდვილად იწვევს ნიჰილიზმს და უარყოფით დამოკიდებულებას ჩვენი მთავარი მოკავშირე, მხარდამჭერი ქვეყნის კომპეტენტური ორგანიზაციების მიმართ ჩვენს მოქალაქეებში, რაც ნამდვილად შემაშფოთებელია და ეწინააღმდეგება ჩვენი და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის საერთო ინტერესებს”, – აცხადებს მდინარაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები