ანრი ოხანაშვილი: IRI-ს რომ დავუჯეროთ, სააკაშვილის პირად ნოტარიუსად ქცეულ ბაქრაძეს, უფრო დიდი რეიტინგი აქვს, ვიდრე კობახიძეს, კალაძეს ან კვირიკაშვილს

საქართველოს პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელის ანრი ოხანაშვილის შეფასებით, IRI-ის კვლევები პარადოქსული და არასერიოზილია.
“მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ პატივს ვცემთ IRI-ის, როგორც მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის კომპეტენტური ორგანიზაციას, ნამდვილად არ იწვევს ნდობას IRI-ის საქართველოს წარმომადგენლობის თუ მათი ადგილობრივი პარტნიორების მიერ ჩატარებული ე.წ. კვლევის შედეგები! ასეთი “კვლევების” პარადოქსულობასა და არასერიოზულობაზე, პირველ რიგში, მეტყველებენ საზოგადოებაში არსებული განწყობები და საარჩევნო შედეგები.
მათი მონაცემები რომ დავიჯეროთ, თურმე მიშა სააკაშვილის პირად ნოტარიუსად ქცეულ პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს, ბაქრაძეს, უფრო დიდი რეიტინგი აქვს, ვიდრე კობახიძეს, კალაძეს ან კვირიკაშვილს. თურმე, ქართული ოცნების რეიტინგი მხოლოდ ერთნახევარჯერ აღემატება სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობის რეიტინგს. ამ მონაცემებს, რა თქმა უნდა, საზოგადოება განსჯის, მაგრამ ყველაზე ცუდია ის, რომ ასეთი კვლევები, თავად მისი ჩამტარებელი, ავტორიტეტული ორგანიზაციის რეიტინგს აზიანებს და ეს ნამდვილად არ შედის არავის, მათ შორის, არც ჩვენი და არც ჩვენი ქვეყნის ინტერესებში”, – აცხადებს ანრი ოხანაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები