თედო ისაკაძე IRI-ს კვლევაში ბაქრაძის ლიდერობაზე: რომელ პლანეტაზე ცხოვრობენ

პოლიტოლოგი თედო ისაკაძე IRI-ს მიერ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებს, სადაც პოლიტიკოსებს შორის „ევროპული საქართველოს“ წევრი დავით ბაქრაძე ლიდერობს, სოციალურ ქსელში სარკაზმულად ეხმაურება.
„რ2-ს და IRI-ს გამოკითხვა ჩაუტარებიათ და საქართველოში ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს დავით ბაქრაძეს. რომელ პლანეტაზე ცხოვრობენ, ჯერ ვერ დავადგინე, დავადგენ – შეგატყობინებთ. ჩვენო სტრატეგიულო მეგობარო სახელმწიფოვ, სადამდე უნდა იარო მაგ იდიოტების ჭკუაზე?! გმადლობთ ყურადღებისათვის!“ – წერს თედო ისაკაძე.
შეგახსენებთ, რომ დღეს IRI-მ კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, სადაც პოლიტიკოსების რეიტინგში პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი წევრი დავით ბაქრაძე 53 პროცენტით ლიდერობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები