ეკა ბესელია: მე პირადად მზად ვარ, „კულტურის შესახებ კანონში“ შესატან ცვლილებებზე უარი ვთქვა

ჩვენ ვგეგმავთ და დიდი სურვილიც გვაქვს, შევხვდეთ სახელოვნებო წრეების წარმომადგენლებს და იმ ადამიანებს, ვისაც გაუჩნდა კითხვა ამ ინიციატივის მიმართ, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ „კულტურის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, რეალურად, ინიციატივა ეხება სხვა რამეს – სრულიად უწყინარ, მხოლოდ კონსტიტუციის შესაბამისი პრინციპის გადმოტანას კანონში და არანაირ სხვა შეზღუდვას.
„ეს ცვლილება ეხებოდა უფრო მაღალი სტანდარტის დაწესებას და მეტი დაცვის მექანიზმის შექმნას, ვიდრე პირიქით. ამიტომ, პირველი, რაც გვინდა, არის ის, რომ შევხვდეთ ამ ადამიანებს და გვინდა, ეს იყოს ძალიან გულწრფელი და ინფორმაციული შეხვედრა. მეორე, არანაირი პრობლემა არ არის, თუ საერთოდ არანაირ ცვლილებას არ განვახორციელებთ „კულტურის შესახებ კანონში“. მე პირადად, იმიტომ, რომ არ გამოიწვიოს არასწორი ინტერპრეტაციები ამ კარგმა ინიციატივამ, მზად ვარ, უარი ვთქვა ამ კანონპროექტზე, იმიტომ, რომ ეს არაფერს დააზიანებს. კონსტიტუციის სტანდარტი მაინც იმოქმედებს და კონსტიტუციის ჩანაწერი არის უპირატესი. ამიტომ არ ვთვლი, რომ ამ პრინციპის მიღება აუცილებელია, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ასეთი არასწორი ინტერპრეტაციები გამოიწვია. არ ვაპირებთ, მივიღოთ ისეთი კანონი, რომელიც შექმნის განცდას, რომ ვინმეს უფლებები იზღუდება“, – განაცხადა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები