IRI – კვლევის მიხედვით, კახა კალაძე პირველი ხუთი თვის განმავლობაში უშეცდომოდ მუშაობდა

IRI-ის კვლევის მიხედვით, თბილისის მერი კახა კალაძე პირველი ხუთი თვის განმავლობაში უშეცდომოდ მუშაობდა. გამოკითხული 1500 ადამიანიდან აღნიშნული 79%-მა მიიჩნია.

7%-ს მიაჩნია, რომ თბილისის მერი არ იჩენს საკმარის ყურადღებას ადამიანების მიმართ, ხოლო 2% მიიჩნევს, რომ კახა კალაძე ვერ აგვარებს თბილისში არსებულ პრობლემებს.

კვლევა ბალტიის კვლევების/გელაპის ორგანიზაციის მიერ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის დავალებით ჩატარდა. მონაცემთა შეგროვება 2018 წლის 10-22 აპრილის შუალედში მოხდა. გამოიკითხა საარჩევნო უფლების მქონდე 1500 საქართველოს მოქალაქე.

IRI -ის ინფორმაციით, ცდომილების ზღვარია +/- 2.5 პროცენტია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები